საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის მოწვევით, თბილისს საუდის არაბეთის პრინცი ეწვევა
2015-06-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს ხვალ საუდის არაბეთის პრინცი, მისი აღმატებულება ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი ეწვევა. 16:00 საათზე, დაგეგმილია პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რის შემდეგაც, 16:45 საათზე, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|