საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, „მწვანე პასპორტის" კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში დღეს მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს „მწვანე პასპორტის" გამოყენებასთან დაკავშირებული წინადადებები, რომელთა შესახებ დეტალური მსჯელობა გაიმართება და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |