საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია
2021-09-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მთავრობის მეთაური "ფაიზერის" მეორე დოზით დღეს აიცრა. ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|