საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა
2021-09-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა. მთავრობის მეთაურმა ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად მოილოცა. მთავარეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გერგეტის სამების ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, პარლამენტის დეპუტატები- დიმიტრი ხუნდაძე, ალუდა ღუდუშაური, ლევან მგალობლიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|