საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
2021-09-10 თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. შანაე ბრუკ ედვარდსი თბილისში, 31 ივლისს მოკლული იპოვეს. შსს-მ ავსტრალიის მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |