საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი დაათვალიერა
2021-09-03 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, თერჯოლაში, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სახლ-მუზეუმი დაათვალიერა და მის დირექტორს, ლალი ღვინეფაძეს გაესაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|