საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება; სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება
2021-08-31 საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება; სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებშიც. ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. საბჭომ დამატებითი გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|