საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ირაკლი ღარიბაშვილი - მნიშვნელოვანია, სახელმწიფო გვერდით დაუდგეს ფერმერებს და ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი
2021-08-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში იმყოფებოდა, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დაათვალიერა და ცენტრში დასაქმებულებს შეხვდა. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ახორციელებს. ცენტრში მობილიზებულია სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა. მიმდინარეობს მონიტორინგი და ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მართვა. როგორც მთავრობის მეთაურმა ცენტრში სტუმრობისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო გვერდით დაუდგეს ფერმერებს და მავნებლის მიერ მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. პრემიერ-მინისტრი ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|