საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმარი

2021-08-15

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო.

ბატონმა თამაზმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ენის შესწავლასა და განვითარებაში, რაც დაუფასდა კიდეც არაერთი საპატიო წოდებითა და ხალხის სიყვარულით. თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალება უმძიმესი დანაკლისია ქართული მეცნიერებისათვის.

თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი