საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
2021-04-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|