საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი მარიო დრაგი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
2021-04-02 იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი მარიო დრაგი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში საუბარია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და იმ ფაქტზე, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, პირადად ჩემი და იტალიის მთავრობის სახელით, გულითადად მოგილოცოთ თქვენი დანიშვნა საქართველოს მთავრობის მეთაურად და მინდა გისურვოთ ყოველმხრივი წარმატება მთავრობის საქმიანობაში. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|