საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შვეიცარიის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
2021-03-11 შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. გი პარმელენი ხაზს უსვამს, რომ შვეიცარია მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშესაწყობად. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. გისურვებთ წარმატებას თქვენი საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმის, კანონის უზენაესობის, ასევე მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |