საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს - მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია
2021-02-25 მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის, - ასე მიმართავს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ წერილში, რომლითაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, საამაყოა, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|