საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს
2021-01-09 პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ უჭერს მხარს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინსიტრი მატეუშ მორავიეცკი, გიორგი გახარიასადმი წერილში აღნიშნავს, სადაც მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს. როგორც მორავიეცკი აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით, გააკეთებს ყველაფერს საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განსამტკიცებლად. „გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლად დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა თქვენი მეთაურობით, გააკეთებს ყველაფერს ამ მიზნების მისაღწევად და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, რაც ასოცირების შეთანხმების ამბიციური დღის წესრიგის თანმიმდევრული განხორციელებით და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით უნდა მოხდეს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ უჭერს მხარს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|