საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა
2020-12-30 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა. საქართველოს მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალ ადმინისტრაციასთან წარმატებული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|