საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარიას და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
2020-11-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|