საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი გადასცა
2020-09-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ნათია სულავასთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი გადასცა. ეროვნული გმირის წოდება გენო ადამიას გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტმა მიანიჭა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|