საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა
2020-09-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ორივე ქვეყნის ინტერესი რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებასთან დაკავშირებით. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|