საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
2020-09-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და აშშ-სა და საქართველოს შორის როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ განზომილებებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებას და იმ გამოწვევებს, რომელიც ადგილზე არსებობს. დისკუსიისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სატელეფონო საუბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|