საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

2020-06-29

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება, - ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისთვის და პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის მოზიდვის თვალსაზრისით, ქვეყნის მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის.

სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდება და გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

პროექტში „ტავ ჯორჯია" 14 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური