საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი გახარია - 496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს, ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს

2020-06-25

496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მსგავსი დადგენილება იქნება, რომელიც დამატებით 500 დევნილს შეეხება.
 
„წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილებები, ჩვენ კიდევ რამდენიმე გვექნება, რომელიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური