საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი სოფელ ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს შეხვდა
2020-06-10 პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ამბულატორიაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო პერსონალს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებს და პირადად მიიღო ინფორმაცია პანდემიის პირობებში ამბულატორიის მუშაობის თაობაზე.
მთავრობის მეთაური ზემო ნიქოზში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|