საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილა
2020-03-18 მართლწესრიგის დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს იმ დამატებითი შესაძლო ზომების მიღებაზე, რომელიც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად. კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა #StopCoV მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|