საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა
2020-01-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მოკლე პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის დინამიკაზე მიუთითებს. პრემიერ-მინისტრი გახარია და პრეზიდენტი ალიევი შეთანხმდნენ, რომ ინტენსიური კომუნიკაცია მათ შორის მომავალშიც გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|