საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
2020-01-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |