საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია ისრაელის ელჩს შეხვდა
2019-12-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შაფთაი ცურთან. გიორგი გახარიამ დიპლომატს საქართველო-ისრაელის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |