საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გიორგი გახარია ექსპერტებთან შეხვედრაზე - ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და საშუალო კლასი
2019-10-01 ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში, საშუალო კლასის სისუსტე ან გარკვეულწილად არარსებობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ატაროს სოციალური ტვირთი, მანამ, სანამ არ შეიქმნება ქვეყანაში ჯანსაღი, ძლიერი ბიზნეს სექტორი, რომელიც შეძლებს, თავის თავზე აიღოს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც მოქალაქეების წინაშე უნდა ატაროს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|