საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს
2019-07-17 NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს, - კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოში კინოგადაღების მიმართულებით არსებობს. ამ კონტექსტში განხილული იყო პროგრამა - „გადაიღე საქართველოში", რომლის ფარგლებში NBC UNIVERSAL-თან ხანგრძლივი კომუნიკაციის ისტორია არსებობს. ჰოლივუდის კინოსტუდიის წარმომადგენლები საქართველოში ასევე სტუმრობდნენ რამდენიმე ლოკაციას, სადაც სხვადასხვა ფილმისთვის ცალკეული სცენების გადაღების საკითხი შეისწავლეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მათ დაინტერესებას მიესალმება და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გადაღებების პროცესის მაღალ დონეზე წარმართვაში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|