საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მამუკა ბახტაძე მუსლიმან მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს
2019-06-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუსლიმან მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს. „ვულოცავ ყველა ჩვენს მუსლიმან მოქალაქეს რამაზანის თვის დასრულებას, დიდ რელიგიურ დღესასწაულს - რამაზან-ბაირამს და ვუერთდები თქვენს ზეიმს. გისურვებთ თითოეულ თქვენგანს სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას. ჩვენს ქვეყანას და თქვენს ოჯახებს ვუსურვებ მშვიდობიან მომავალს, წინსვლასა და წარმატებებს", - აღნიშნულია მისალოც წერილში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|