საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერმა ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

2019-05-11

  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 
მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია მიიღო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა რეაბილიტაციის პროცესის მოკლე ვადებში დასრულების აუცილებლობას. 
მამუკა ბახტაძე ადგილობრივ მცხოვრებლებსაც გაესაუბრა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ თამარ მეფის ქუჩაზე არსებული დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარი აფერხებდა ავტოტრანსპორტის მოძრაობას და მათ დისკომფორტს უქმნიდა.

რეაბილიტაციის პროექტით გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელები, მოეწყობა ბორდიურები, გაზონები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. 
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური