საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის დადგომას ულოცავს

2019-05-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუსლიმან თანამოქალაქეებს რამაზანის დადგომას ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს წმინდა რამაზანის დადგომას!

ეს თვე სრულიად განსაკუთრებულია თითოეული მუსლიმანისთვის. ვუსურვებ ყველა მათგანს და მათ ოჯახებს მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური