საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა სტრასბურგის მერთან
2019-04-10
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქალაქის მერმა უმასპინძლა. როლანდ რიესმა მამუკა ბახტაძეს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილე მიულოცა და ორგანიზაციის წარმატებული თავმჯდომარეობა უსურვა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |