საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა სოფელ დვაბზუში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი ასფალტის ქარხანა დაათვალიერა
2019-04-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხანა - NEW ROAD-ში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა. მთავრობის მეთაურმა საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია ქარხნის ხელმძღვანელობისგან მიიღო. ქარხანაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია, 44 ადამიანია დასაქმებული. NEW ROAD-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უახლესი, გერმანული დანადგარებით. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|