საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
2019-04-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის 6,5კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბუკისციხე-ზემო სურების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, სოფლების ერთმანეთთან და ადმინისტრაციულ ცენტრთან უკეთ დაკავშირებას, ასევე რეგიონში ტურიზმის განვითარებას. მამუკა ბახტაძე ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ახალი სკოლებისა და ბაღების მშენებლობა იგეგმება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|