საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

2019-04-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო. გიორგი დანელიას კინოშედევრების სიყვარული ყველა თაობას აერთიანებს, რაც მხოლოდ დიდ ხელოვანს შეუძლია", - აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური