საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

2019-03-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მწუხარებას გამოთქვამს თეატრისა და კინოს მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო.

„მწუხარება მინდა გამოვთქვა დიდი ქართველი მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილის  გარდაცვალების გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს და მთელ საქართველოს.

კიდევ ერთი ადამიანი წავიდა იმ თაობიდან, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში, მთლიანად ქართულ კულტურაში. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი მსახიობის გარდაცვალებას", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური