საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მამუკა ბახტაძე - ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია
2019-03-27 ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განაცხადა, სადაც ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. "ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ძალოსნობაში უნიკალური მიღწევები გვაქვს. დღეს ჩვენს ნაკრებში ყოველი მესამე მსოფლიო ჩემპიონი, ყოველი მეორე კი ევროპის ჩემპიონია. მადლობას ვუხდი ძალოსნობის ფედერაციას, მწვრთნელებს და ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, რომლებმაც ბოლო წლებში ასეთი წარმატებებით გაგვანებივრეს. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს და იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია",- აღნიშნა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|