საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
2019-03-27 ზაფხულის ბოლოს ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნება. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სახურავის მოწყობის სამუშაოები, იღებება ფასადი და მონტაჟდება წყლისა და ელექტროსისტემა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|