საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2018 წლის 12 აპრილის მთავრობის სხდომა

2018-04-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი
სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ქობულეთში საკვები პროდუქტის მწარმოებელი საწარმო ამოქმედდება, რისთვისაც 5 850 148 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ მიზნით, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „ნ.გ. ჰოლდინგს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური