საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
2018-12-02 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაურმა თბილისის მთავარ სინაგოგაში დღეს სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო. „დღევანდელი დღე ებრაელი ხალხისთვის გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღეს, როცა ებრაელი ხალხი ანთებს სანთელს, ესაა სიმბოლო იმისა, რომ არსებობს იმედი და ერთსულოვნებით ყველაფრის გადალახვა შეიძლება. ქართველი და ებრაელი ხალხის ძმობა და მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის. ეს არის სრულიად უნიკალური მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. ქართველი ებრაელები ყოველთვის იყვნენ ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|