საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მამუკა ბახტაძე - ხმა მივეცი ჩვენს ევროპულ არჩევანს - განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის წინ
2018-10-28 მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს - განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის წინ, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე უბანზე გააკეთა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. "დღეს ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|