საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
2018-10-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოლდოველი კოლეგა პაველ ფილიპი მასპინძლობს. მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს. მამუკა ბახტაძე და პაველ ფილიპის პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის დასრულებისთანავე პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|