საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მამუკა ბახტაძე - ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ ძალიან მაღალი დონის დინამიკას
2018-10-03 ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან მაღალი დონის დინამიკა გვაქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელიც ბრიუსელში იმართება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ვიზიტით მყოფი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან. „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და ინტენსიური პრაქტიკული თანამშრომლობა. ეს შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში გვაქვს ძალიან მაღალი დონის დინამიკა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|