საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და NED - ის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
2018-09-21 ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება იყო ის თემები, რომლებზეც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED)პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება მიაპყრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრმა რწმენა გამოთქვა, რომ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი კვლავ გააგრძელებს ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|