საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მამუკა ბახტაძე - 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით საქართველოში თითქმის 1 300 000 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა
2018-09-12 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით საქართველოში თითქმის 1 300 000 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს თითქმის 10 პროცენტით აღემატება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ჯამში, 6 თვის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 12 პროცენტით არის გაზრდილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წინა მთავრობის სხდომაზე განხილული იყო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უკრაინასთან მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი. „ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ უნდა განვაზოგადოთ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|