საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მამუკა ბახტაძე ივანე კუპრაძის დაღუპვის გამო მის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

2018-09-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, ივანე კუპრაძის დაღუპვის გამო მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„სამწუხაროდ, სამძიმრით უნდა დავიწყო, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, - გუშინ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა ჩვენი მოქალაქე, ივანე კუპრაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ის იყო გამორჩეული და თავდადებული რეინჯერი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბრაკონიერებისგან იცავდა ბორჯომის ამ უნიკალურ ნაკრძალს. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ივანე კუპრაძის ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს".

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური