საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პატრიარქს და მოსახლეობას ილიაობას ულოცავს

2018-08-02

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მოსახლეობას ილიაობას ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს ილიაობას - წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, რომლის მიერ დასახული ღირებულებები დღესაც ჩვენი ერის მამოძრავებელი ძალაა და საფუძვლად უდევს გზას თავისუფლებისკენ. მინდა, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს განსაკუთრებით მივულოცო ანგელოზის დღე და ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური