საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერი ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე - ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი

2018-07-11

-

მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ოდენობის დათვლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში იყო ჩართული, განსაკუთრებით კი, მოხალისეებს.

„ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიღებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ სტიქიებთან ბრძოლა,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ამ დრომდე ჭუბერში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

„მაქსიმალურად მოკლე დროში ჩვენ სრულად აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას,"- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური