საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მამუკა ბახტაძე - შალვა თადუმაძე როგორც პროფესიულ, ისე სამეცნიერო წრეებში ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს

2018-07-11

--

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შერჩეულ შალვა თადუმაძეს დამტკიცების პროცესში წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებულია, რომ ის დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავს ძალიან ღირსეულად გაართმევს.

პრემიერის შეფასებით, შალვა თადუმაძე უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანია.

„ის ბოლო პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახლდათ, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, როგორც პროფესიულ, ისე სამეცნიერო წრეებში. მინდა, მას პარლამენტში წარდგენისა და დამტკიცების პროცესში წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური