საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
კონგრესმენი როისი - საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში
2018-05-23 საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში, - ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა და თანათავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს. კონგრესმენმა როისმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს მისი, როგორც მოკავშირის იმედი. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კონგრესმენების შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა შეიძლება ქმნიდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის დარგში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის კუთხით. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|